Робота для біженців з України
სენდვიჩ არტისტი - არგვეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენდვიჩ არტისტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანია Subway აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე არგვეთაში.

ფილიალის მისამართი: ცენტრალური ავტომაგისტრალი, სოფ. არგვეთასთან, ვისოლის სავაჭრო კომპლექსში; ცენტრალური ავტომაგისტრალი, სოფ. სიქთარვასთან, სოკარის სავაჭრო კომპლექსში
სამუშაო გრაფიკი: სრული და ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების შესრულება;
** სენდვიჩების/ვრეპების/სალათების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით რეცეპტების შესაბამისად;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** სენდვიჩების ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი და ბარში მარაგების საჭიროებისამებრ გადავსება;
** კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება.

რატომ უნდა გახდე Subway- ს გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი სენდვიჩების და არა მარტო სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენთან ღიმილი მთავარია;
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeN2QNJ3vbcPMPEolomCkP0IapomPGHVSFpmJoed2ourTjOgw/viewform

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე jobs@subway.ge

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე