Робота для біженців з України
სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: გაბოძე და პარტნიორები
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
იურიდიული კომპანია "გაბოძე და პარტნიორები" აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და დამწყები იურისტებისთვის (3 სტაჟიორი).

აღნიშნული ვაკანსია განკუთვნილია მათთვის, ვისაც გააჩნია საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, სურს ისწავლოს მისი პრაქტიკული გამოყენება და შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწა.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე ადვოკატთა ადაპტაციის პროგრამა.
სტაჟირება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.

მოთხოვნები:

გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** დიპლომი;
** დამამთავრებელი კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი (GPA მითითებით);
** საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

განაცხადები მიიღება: 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

სტაჟირება დაიწყება 2024 წლის 01 ივნისიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: achoberianidze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე