Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
** განათლება: უმაღლესი განათლება

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია)
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით (მექანიკური გადაცემათა კოლოფი)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** MS office; Windows საშუალო დონეზე ცოდნა
** სასურველია სასაწყობე პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად.
** სხვადასხვა განყოფილებებიდან მომარაგების მოთხოვნების მომზადება და ანალიზი.
** კონკურენტული ტენდერის ჩატარება და მომწოდებლებთან მოლაპარაკება.
** მომწოდებლების წინადადებების შეფასება ხარისხის, ფასის, მიწოდების დროის და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და თანამშრომლობის პირობების მოლაპარაკება.
** შესყიდვების პროცესების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მიწოდება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვების სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე