Робота для біженців з України
ელექტრო-მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-მემონტაჟე
მომწოდებელი: SekkeiPark
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მემონტაჟის (მემონტაჟე, ელექტრობა, სუსტი დენები) პოზიციაზე:

ზოგადი მოვალეობები:

** განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
** განახორციელოს მოწყობილობების ხარისხიანი ინსტალაცია;
** შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
** მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
** მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები;

მთავარი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
** სასურველია სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ელექტრობაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი) შაბათ-კვირის გარდა.
** ანაზღაურება - მინიმუმ 1000 ლარი ხელზე ასაღები, დამატებითი სამუშაო საათები ანაზღაურდება სტანდარტულს 20% დანამატით. სახელფასო რეინჯი გამოცდილების მიხედვით 1000-2000 ლარი ხელზე ასაღები. + ბონუსები
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ. N2, ობიექტების მიხედვით სხვადასხვა ადგილზე.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: info@sekkeipark.com. გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 16 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე