Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) დაარსდა 2001 წელს და უკვე 23 წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საინჟინრო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს გათბობა-გაგრილების, ხანძარქრობის, წყალგაყვანილობის, ელექტრობის და სხვა საინჟინრო სისტემებს.

კომპანიას შესრულებული აქვს 500-ზე მეტი წარმატებული პროექტი, როგორიცაა ქუთაისის აეროპორტი, ქუთაისის პარლამენტი, ბარამბოს ქარხანა, გალერია თბილისი, ისთ ფოინთი და სხვა.

კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ელექტრო ფარების აწყობა
** აწყობილი ფარების კომპანიის ობიექტებზე მონტაჟში მონაწილეობა

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ელექტრული სქემების გარჩევა
** ელექტრობის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

ბენეფიტები:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ლუბლიანას N56
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge.

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ელექტრიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე