Робота для біженців з України
მარკეტინგის და ღონისძიებების მენეჯერი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და ღონისძიებების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიკონ აპარტმენტს
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
აპარტოტელი "ეიკონ აპარტმენტს" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს,  მოქნილ სამუშაო გრაფიკს
ადგილმდებარეობა: აბასთუმანი

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა (ქორწილი, დაბადების დღე, კორპორაციული და სხვა ღონისძიებები)
** სტუმრების მოზიდვა
** ღონისძიებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეთავაზება
** ღონისძიების ბიუჯეტირება და ანგარიშის სისტემატური წარმოება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა დავალებების შესრულება
** არსებული და სამიზნე აუდიტორიის კვლევა
** ბაზრების პოტენციალის ათვისების ინდივიდუალური გეგმების შემუშავება
** გაყიდვების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელება
** სარეკლამო მასალებისთვის შინაარსის შექმნა
** სარეკლამო მასალების ხარისხიანად და დროულად მომზადების უზრუნველყოფა
** მოკლე და სრული პრეზენტაციების შექმნა სამიზნე ქვეყნის/რეგიონის სპეციფიკის შესაბამისად  
** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება და შესრულების პროცესის რეპორტინგი
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულება
** სხვადასხვა მარკეტინგული მასალების შექმნაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ კოორდინაცია
** სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა
** პრეზენტაციების, ღონისძიებების  და ა.შ. დაგეგმვა, განხორციელება
** ახალი პროდუქტების შეთავაზების შექმნაში აქტიური მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ან რუსული ენის მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობა, სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:  info.eikondevelopment@gmail.com თემატური პოზიციის დასახელების მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე