Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, თბილისი, მელიქიშვილის N1/ კოსტავას N36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, მართვა და მონიტორინგი;
** კომპანიის სამუშაო სივრცეში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება;
** რისკების შესამცირებლად საჭირო შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლება;
** დანერგილი სისტემების და პროცედურების პერიოდული აუდიტი;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
** თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
** დამსაქმებლისთვის, დასაქმებულისათვისა და კომპანიის ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული, ასევე კომპანიის მიერ შემუშავებული ჟურნალების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების კანონმდებლობით დადენილი წესითა და ვადით შენახვა;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის შესაბამისი ინსტრუქტაჟების მომზადება;
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.concerthall@gmail.com. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსია".

გაცნობებთ, რომ ვაკანტურ პოზიციასთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე