Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:

** პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა;
** კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დასტიკერება;
** შემოსული პროდუქციის (ყუთების) მიღება და დასაწყობება.

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "საწყობის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე