Робота для біженців з України
ხარისხის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი ციტო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.

ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს სამედიცინო ცენტრი "ციტო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხის მენეჯერი უწევს სამედიცინო ცენტრში ISO 9001:2015 და ISO 15189:2012-ს მოთხოვნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას;
** ხელმძღვანელობს ცენტრში მოქმედ და ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაციის გადახედვას, განახლებასა და საჭიროების შემთხვევაში ახალი დოკუმენტაციის შემუშავებას;
** ორგანიზებას უკეთებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზს;
** კომპანიის მიზნების და სამომავლო გეგმების დასახვა მენეჯმენტთან ერთად და შედეგების ანალიზი;
** ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაციის მართვის პროცედურის კონტროლი;
** უზრუნველყოფს ცენტრის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას;
** საანგარიშო წლის ბოლოს მენეჯმენტის ანალიზის მომზადება და დირექციასთან წარდგენა;
** უზრუნველყოფს ლაბორატორიული გამზომი საშუალებების დაკალიბრების კონტროლს;
** გეგმავს კომპანიაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა შემოწმებას;
** ხელმძღვანელობს, როგორც ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის შედეგად, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის სამუშაოებს;
** ორგანიზებას უკეთებს ღონისძიებების შემუშავებას პრევენციული ქმედებების დანერგვისათვის, შეუსაბამობებისა და პრეტენზიების მიზეზების გამეორების გამორიცხვის მიზნით;
** წარუდგენს უმაღლეს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებას ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რესურსების გამოყოფის თაობაზე, ასევე, პერსონალის მომზადებაზე ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში;
** კვლევებში, პროგრამებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
** მომზადება გარე აუდიტის, აკრედიტაციისა და სხვა შემოწმების დროს ლაბორატორიის კომპეტენტურობის დასამტკიცებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის/ზოგადი მენეჯმენტის/ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ან შაბათის ჩათვლით, კვირაში 40 საათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე:
hr@cito.ge, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე