Робота для біженців з України
აღმასრულებელი შეფი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი შეფი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი შეფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაღდათის რაიონი კურორტი საირმე.

კურორტის შესახებ:

კურორტი "საირმე" მდებარეობს ბაღდათის რეგიონში, სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. საირმის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა: თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მართოს, მოამზადოს და ზედამხედველობა გაუწიოს კერძების წარმოების ყველა პროცესსა და ხარისხს (მათ შორის საბანკეტო, ოთახების მომსახურების, რესტორნის, თანამშრომლების კვების და ა. შ.);
** უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის და ჰასპის სტანდარტების დაცვა მზარეულების მიერ;
** უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის შევსება;
** ამოწმოს მიღებული პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** მოამზადოს და უხელმძღვანელოს ისეთი სახის ნაწარმის მომზადებას, რომლებიც მისაღები იქნება კვებისა და სასმელების განყოფილების ყველა რესტორნისთვის;
** აკონტროლოს, რომ საჭმელი დროულად იყოს გაგზავნილი დანიშნულ ადგილას.
** შეატყობინოს გენერალურ მენეჯერს ნებისმიერი პრობლემისა და საჩივრის შესახებ;
** მოამზადოს მენიუები და რეცეპტურები, უზრუნველყოს რეცეპტურების დაცვა;
** მოამზადოს კერძების კალკულაციები რეცეპტურების მიხედვით;
** გადაანაწილოს სამუშაო თანამშრომლებს შორის და უხელმძღვანელოს მათ მიერ შესრულებულ მოვალეობებს;
** უზრუნველყოს საკვების დროულად გაგზავნა დანიშნულების ადგილას;
** კერძების ხარისხის და სტანდარტიზაციის კონტროლი;
** ჩაატაროს თავისი განყოფილების შეხვედრები და ტრენინგები;
** დაესწროს სამზარეულოს განყოფილების ყველა შეხვედრას;
** გააკონტროლოს ტემპერატურების დაცვა სამზარეულოში;
** აწარმოოს პროდუქტის აღწერა და ინვენტარიზაცია;
** აწარმოოს და გააკონტროლოს ხარჯების აღრიცხვა;
** დარწმუნდეს რომ წარმოების ანგარიში ყოველდღიურად მზადდება;
** უზრუნველყოს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს სამზარეულოს იდეალური სისუფთავისა და სამზარეულოს თანამშრომელთა შესაბამისი ფორმაში ყოფნა, როგორც სამუშაო დღის დასაწყისში ასევე მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
** უზრუნველყოს თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა (MC) - ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** მოტივირებული;
** სიახლის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური, სწრაფი;
** მოქნილობა, მოხერხებულობა.

საცხოვრებელი და კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე