Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეცტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

დაარსების დღიდან, "გლობალ ავტო იმპორტი" ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების მართვა ოფისში;
** მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება.

რა უნარებს უნდა ფლობდე იმისათვის, რომ შემოუერთდე გაყიდვების გუნდს:

** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.
** რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
** გუნდურობა.

ანაზღაურება: 2000 + ლარი (ნეტ)

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კომპანიის ვებგვერდი: Global Auto Import

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: რუსთავი

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე: hr@glob.ge

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი რუსთავში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე