Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
თანდართული ფაილი: 540596_JD_Procurement_Specialist_2024_5_02_2312413.zip
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის "2020 წლისთვის მისაღწევი 20 ძირითადი მიზნის" დოკუმენტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს და ასახულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების სამოქმედო გეგმაში. სკოლა დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს ქ. თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სკოლას ექნება ორი პროგრამა:

ქართულ-ჰიბრიდული, რომელიც განხორციელდება ორ საფეხურზე: საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები)
საერთაშორისო საბაკალავრო IB პროგრამა (11-12 კლასები)

სკოლა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) მოსწავლეების სწავლას საერთაშორისო საბაკალავრო IB პროგრამაზე და ცხოვრებას. სკოლა გაიხსნება 2024 წლის სექტემბერში.

გთხოვთ, იხილეთ სამუშაო აღწერილობა თანდართულ ფაილში.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: eapeuschool@mes.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ: "შესყიდვების სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე