Робота для біженців з України
სერვისის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში "ავტოგალერი" სერვისის მრჩევლის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=967

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება სტანდარტების შესაბამისად, როგორც სერვისის, ისე საგარანტიო მიმართულებით;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა, საგარანტიო შემთხვევების დადგენა -ქარხნული დეფექტებისა და დაზიანებების იდენტიფიცირება, განფასების შედგენა;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** საგარანტიო მომსახურების სისტემის შექმნა და მართვა, საგარანტიო დეტალების საჭიროების იდენტიფიცირება და შეკვეთა;
** საგარანტიო ხარჯების შემცირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის უზრუნველყოფა;
** რიქოლებისა და სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული მითითებების აღსრულების კოორდინაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
** მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინა სახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენტან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე