Робота для біженців з України
ქსელის მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მმართველი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
"გრანდ ელექტრონიქსი" 2006 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში, მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. ტექნიკის საცალო ბაზარზე დაგროვილი, 18-წლიანი გამოცდილება და ცოდნა საშუალებას გვაძლევს, მოვერგოთ მომხმარებლის საჭიროებებს და შევთავაზოთ მოქნილი სერვისი, საუკეთესო ფასი და ხარისხი.

ბრენდების მრავალფეროვნება და ფართო ასორტიმენტი არჩევანის გაკეთების პროცესს ამარტივებს და კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის, საკუთარი გადაზიდვის ჯგუფი კი გვეხმარება იმაში, რომ პროდუქტის ტრანსპორტირება მაღაზიიდან სასურველ მისამართზე იყოს ყველაზე სწრაფი და სანდო.

ამჟამად, გრანდ ელექტრონიქსს აქვს 4 ფილიალი თბილისში და 1 ფილიალი რუსთავში, ონლაინ მაღაზიის დაფარვის ზონა კი, მთელ საქართველოს მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ფილიალების რაოდენობის ზრდას, უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებასა და ახალ, ექსკლუზიურ თანამშრომლობებს ტექნიკის სხვადასხვა წამყვან ბრენდებთან..

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ შემოსავალს და კარიერულ განვითარებას;
** მუდმივ ინტერაქციას ტოპ მენეჯმენტთან;
** ხელმისაწვდომობას უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და სხვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სპეციალურ ფასებს კომპანიის პროდუქტებზე;

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას ქსელის მმართველის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღე.
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 71, რეგუსი.
ანაზღაურება: 3000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რითეილში სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** ქსელის გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა ქსელში;
** რითეილის მიმართულებით კომპანიაში არსებული პროექტების შედეგების ანალიზი, სისტემატიური მენტორინგი და განვითარებაზე ზრუნვა;
** საცალო ქსელის გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** საცალო ქსელის გაყიდვების პროცესის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების შედეგების მონიტორინგი/რეპორტინგი და რეკომენდაციების გაცემა;
** გაყიდვების მონაცემთა ბაზის დამუშავება, სტატისტიკური და ანალიტიკური ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება, მონიტორინგი;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად სხვა დამატებითი რეპორტების ინიცირება და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რითეილში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა MS Excel ძალიან კარგად ცოდნა (Advance Level);
** აუცილებელია მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა ან სხვა მონათესავე ტექნიკურ დარგში;
** ქართული ენა - სრულყოფილად;
** ინგლისური - კარგად;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე