Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი ავტომარკეტში - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ავტომარკეტში
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
ჩვენ "კავკასიის ავტოიმპორტი" ვართ, ავტოიმპორტიორთა ინდუსტრიის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში. ლოჯისტიკის, გაყიდვების, ფინანსების, ავტომობილების, ბიზნესის, მენეჯმენტის 700-ზე მეტი პროფესიონალი 7 ქვეყანაში "კავკასიის ავტოიმპორტთან" ერთად იზრდება და ვითარდება, ქმნის და ნერგავს ინოვაციას და საუკეთესო ინდუსტრიულ სტანდარტებს აწესებს. თითოეული თანამშრომელი კომპანიის წარმატების ქვაკუთხედი, მეგობარი და გულშემატკივარია და "კავკასიის ავტოიმპორტისგანაც" მუდამ განვითარების, მრავალფეროვანი პროექტების, საინტერესო გამოცდილების შესაძლებლობებს იღებს.

კომპანიის თანამშრომლების ერთგულებით, ჩვენ უკვე 800 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. უკვე 19 წელია, ჩვენი მთავარი მიზანია, სასურველი ავტომობილი მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მარტივად, უსაფრთხოდ და კომფორტულად ჩამოვუტანოთ.

"კავკასიის ავტოიმპორტში" გაყიდვების პროაქტიული გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში რუსთავის "ავტომარკეტში" გაყიდვების მენეჯერებს ვეძებთ, რომლებიც:

** მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ,
** მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს "კავკასიის ავტომარკეტის" ტერიტორიაზე,
** მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაცია
** დაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას
** ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს

თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:

** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა

მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ბმულზე 10 მაისამდე!

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე