Робота для біженців з України
ავიაბილეთების გაყიდვების ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავიაბილეთების გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
** მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ენების ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

ლოკაცია: ქ.ბათუმი, რუსთაველის N 14.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ.მისამართზე hr@gasa.ge

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე