Робота для біженців з України
კონსულტანტი, საწყობის თანამშრომლი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი, საწყობის თანამშრომლი
მომწოდებელი: მეგა ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
კომპანია "მეგა ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ქალაქი: ხაშური, რუსთაველის ქ, # 2
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: ხაშური,
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

1. კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

2. საწყობის თანამშრომელი:

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება.

ელ-ფოსტა: infomegael@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე