Робота для біженців з України
პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, გია ჭანტურიას 5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო ბაზარზე არსებული სადაზღვევო პროდუქტების კვლევა და ანალიზი;
** ახალი პროდუქტების ინიცირება, დანერგვა და განვითარება;
** გადაზღვევის დეპარტამენტთან ერთად არსებული პროდუქტების დამუშავება/განვითარება;
** გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა პროდუქტების განვითარების ჭრილში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სადაზღვევო/საბანკო სფეროში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე