Робота для біженців з України
სასტუმროს მიმღები-ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მიმღები-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა გუდაური
ანგარიშვალდებულება: მიღება-განთავსების მენეჯერი
ანაზღაურება - 1, 200 ლარი (4 სამუშაო დღე, 4 დასვენების დღე, 12 საათიანი გრაფიკი)

დამატებითი ბენეფიტები:

კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით

ფუნქცია-მოვალეობები

** სტუმრების მიღება-განთავსების ორგანიზება
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობა (OPERA PMS)
** ყოველ დილით სტუმრების ჩამოსვლის სიის და სპეციალური შენიშვნების გადახედვა
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება, ღამის აუდიტის ჩატარება
** ანგარიშსწორების და სტუმრის დოკუმენტაციის წარმოება, სტუმრის მონაცემების შემოწმება
** სტუმრების რეგისტრაცია და სასტუმროს სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება (სპა, რესტორანი და ა.შ)
** შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი
** სტუმრების სურვილის შემთხვევაში ტრანსპორტირების დაორგანიზება
** ნომრების გასაღებების მოწესრიგება
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი
** სტუმრების კითხვებზე და თხოვნებზე პასუხის გაცემა
** სტუმრების საჩივრების მოგვარება ან შესაბამისი დეპარტამენტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** დასუფთავების დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება სტუმრების გასვლა-შემოსვლის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2024 წლის 29 აპრილამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება;
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე