Робота для біженців з України
ელექტრო ფარების დამპროექტებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ფარების დამპროექტებელი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 26 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 14 000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.

საპროექტო დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ელექტრო ფარების დამპროექტებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაბალი ძაბვის ელ. ქსელების გამანაწილებელი ძალოვანი ფარების პროექტირება.
** მართვის ფარების პროექტირება.
** სქემების EPlan-ში შედგენა.
** ფარების საამწყობო საამქროს ტექნიკური მხარდაჭერა.
** ფარების შემადგენელი მასალის შერჩევა და სპეციფიკაციების მომზადება.
** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** სხვადასხვა ელექტრო აღჭურვილობის ანალიზი და პროექტის მოთხოვნების და ბიუჯეტის შესაბამისი აღჭურვილობის არჩევა.
** კომპანიის განყოფილებებსა და ელექტრო კომპანიის განყოფილებებსა და ელექტრო-ინჟინრების ჯგუფს შორის ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლის უზრუნველყოფა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საჭირო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრო გაყვანილობის და პროექტირების სტანდარტების და საფუძვლების ცოდნა;
** ნორმატიული დოკუმენტაციის ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office ის პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; Auto CAD და EPlan.
** უცხო ენა: ტექნიკური ინგლისური.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 28 აპრილი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://www.insta.ge/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ინსტა"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ინსტა"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ინსტა"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე