Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ბაიკლენდი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.
"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
თანამდებობა: მოლარე - კონსულტანტი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე, მოტოციკლეტების სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების გაყიდვების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, საჭიროებების დადგენა, კონსულტაცია და მომსახურება.
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა / დემონსტრირება.
** შოურუმში პროდუქციის განთავსება და ფასმაჩვენებლის დაკვრა. ფასების კონტროლი.
** შოურუმში განთავსებული და მის პასუხისმგებლობაში არსებული კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის მოთხოვნა-გახარჯვის კონტროლი და ასევე ამ პროდუქციის ნაშთების სისწორეზე მუდმივი ზრუნვა.
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია/აღწერაში მონაწილეობა.
** ასორტიმენტთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა.
** პროდუქციის გაყიდვა.
** სალარო ოპერაციების წარმოება
** სალარო აპარატთან, საბანკო ტერმინალთან და ნაღდ ფულთან მუშაობა
** განხორციელებული სალარო ოპერაციების და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა.
** ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სალაროს მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე.
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი (ხელზე ასაღები).
გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ - შეთანხმებით, ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე - კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე