Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Garden Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
სასტუმრო "Garden Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა 14 (ისანი)
სასტუმრო მოიცავს 24 ოთახს

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მენიუს წარდგენა;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
** სტუმრების მხრიდან მიღებულ უკუკავშირთან დაკავშირებით ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ანაზღაურება და პირობები:

** 750 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, - 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
** პროფესიული ტრენინგები;
** კვება;
** უნიფორმა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gardenboutiquehotel@outlook.com

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე