Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: შევარდენი
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია "შევარდენი" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია შევარდენი რეალიზაციას უწევს ექსკლუზიური უფლებით სხვადასხვა საოჯახო ქიმიისა და კოსმეტიკური საშუალებების ბრენდებს.

მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (აუცილებელია). (რეკომენდაცია წინა სამსახურიდან)
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა.
** არითმეტიკის და პროცენტის ცოდნა. ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
** პოკეტით მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** ცნობა სამხარაულის ექსპერტიზიდან 4 კომპონენტიან ნარკო ტესტზე.
** ნასამართლობის ცნობა.

მოვალეობები:

** K-აქაუნთ ობიექტების მუდმივი კონტროლი ასორტიმენტის ზრდაზე ფოკუსირებული.
** არსებული ქსელების გაცნობა. თავდაპირველად თბილისში და შემდგომ მის ფარგლებს გარეთ.
** ახალი კლიენტების მოძიება, ინდივიდუალურად ან გუნდის წევრებზე დავალებით.
** დავალებების გაცემა პრისეილერებზე კომპანიაში არსებული ასორტიმენტის მაქსიმალურად გაფართოების მიზნით. (კონკრეტული მოტივაციები, აქციების დაგეგმვა, არსებული მოტივაციების კონტროლი.)
** დავალებების გაცემა პროდუქციის განლაგების მოწესრიგება, დასტიკერება, დასურათება.
** ყოველდღიური ანგარიშის მიღება ჩატარებული სამუშაოს შესახებ.
** ახალი პროდუქტებისთვის სარეალიზაციო ობიექტების მოძიება და გაბრენდებაზე ზრუნვა.
** კვირაში მინიმუმ 2 თათბირის ორგანიზება გაყიდვების ზრდაზე ფოკუსირებული.
** ნებისმიერი მოგებაზე ორიენტირებული პრომო აქციის დაგეგმვა და ორგანიზება.
** გუნდში დისციპლინის და მოწესრიგებულობის გაძლიერება.
** გუნდში არსებული პროსეილერების გეგმის შესრულებაზე კონტროლი.

უნარ-ჩვევები

** გუნდის მართვის უნარი
** მტკიცე ხასიათი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა

ანაზღაურება: დარიცხული 2600 ლარი, საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.

რეზიუმესთან ერთად გთხოვთ თან დაურთოთ მოკლე სამოტივაციო წერილი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ ყველა მოთხოვნას მხოლოდ მაგ შემთხვევაში გადმოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Dbezhanishvili@shevardeni.ge

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე