Робота для біженців з України
მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: New Trend
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "Nabu" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. "Nabu" ჯგუფი არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა რომელიც ფლობს როგორც მონობრენდულ ასევე მულტიბრენდულ მაღაზიების ქსელს. 1999 წლიდან ჩვენი კომპანია საქართველოში, ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს 30-მდე ყველაზე პოპულარულ ევროპულ ბრენდს : Emporio Armani, Armani Exchange, MaxMara, MM6 Maison Margiela, MSGM, Zadig&Voltaire, Dsquared, Ami Paris, Coperni, Vivetta, Mugler, Marine Serre, Comme des Garcon, Eleventy, C.P Cpmpany

მაღაზია "New Trend department store"-სთვის ჩვენ ვეძებთ დინამიკურ და კრეატიულ მაღაზიის გაყიდვების მენეჯერს რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00-20:00; 13:00-22:00
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.

ასევე გთხოვთ ნუ გამოგვიგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრემიუმ ბრენდები, საცალო გაყიდვები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი/აქსესუარი) - მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** სასურველი ასაკი 35+
** მიმდინარე მოდის ტენდენციების, ვიზუალური მერჩენდაიზინგის და მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით;
** ლიდერული უნარ-ჩვევები, 15-20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის მაღალი დონე, მინიმუმ B1;
** ძლიერი IT უნარები POS პროგრამულ უზრუნველყოფაში (RetailPro) ან Microsoft-ის მსგავს პაკეტში, საჭირო ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა;
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციებისთვის SOP-ების შექმნის ცოდნა და უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** სწორი მართვის, ზედამხედველობისა და თანამშრომელთა დატრენინგების საშუალებით დასახული მიზნების მიღწევა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** ახალი თანამშრომლებისთვის პროდუქციის დეტალური გაცნობა;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვები ზრდის მექანიზმების დანერგვა;
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც შეიძლება დასჭირდეს კომპანიას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: NT მაღაზიის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე