Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორი
მომწოდებელი: polyprom
გამოქვეყნდა: 29 მარტი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
შპს "Polyprom" 2016 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და მომხმარებლებს ტექნოლოგიურად გამართულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

"Polyprom" რამდენიმე ევროპულ ბრენდს აერთიანებს: SOUDAL, DIAGER, SAMEDIA, INDEX.

ამ ეტაპზე, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწე/ოპერატორის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი, ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება / დახარისხება და ბუღალტრისთვის მიწოდება;
** RS.GE-ზე მიღებული / გაწერილი სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურება / ატვირთვა;
** საქვეანგარიშო პირების მიერ გახარჯული თანხების კონტროლი;
** საწყობებს შორის მარაგების გადაადგილების კონტროლი;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
ინვენტარიზაციაში ჩართულობა და მარაგების ნაშთების მართვა;
** დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების ასახვა;
** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ხელფასის ზრდა;
** ყოველთვიური ბონუსი;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: levani_tordinava@Yahoo.com და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე