Робота для біженців з України
სამეურნეო განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ისი პარი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
კომპანია "ისი-პარი" 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები "ისი პარის" საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

"ისი პარის" მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

"ისი პარის" სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. "ისი პარი" გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

"ისი პარი" ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

https://www.iciparis.ge/ https://www.linkedin.com/company/iciparis/

"ისი-პარი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზება, კომპანიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფა;
** საინვენტარიზაციო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა;
** მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მათთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** კომპანიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება 3 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
** MS Office ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა:
** ინგლისური (სასურველია)
** რუსული (სასურველია).

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
** პროფესიული ტესტირება;
** გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ "სამეურნეო განყოფილების უფროსი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 აპრილი, 2024 წ.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე