Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო გრაფი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სასტუმრო "გრაფი" რომელიც მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში (არეალი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე graftbilisi@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე