Робота для біженців з України
დღისა და ღამის მორიგე ექთანი-ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღისა და ღამის მორიგე ექთანი-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს, რომელიც "მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი
"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას დღისა და ღამის მორიგე ექთანი-ფლებოტომისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი. ლუბლიანას N33
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00საათამდე), ხოლო შაბათს (09:00-15:00 საათამდე) მორიგეობები შეთანხმებით თვეში 15 სამუშაო დღე (09:00-22:00 საათამდე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაოს აღწერა:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ: ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება, კაპილარული სისხლის აღება;
** აღებული მასალის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ;
** საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
** ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლუატაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება (ვენიდან სისხლის აღების გამოცდილება მნიშვნელოვანია);
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: ფასდაკლება ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე