Робота для біженців з України
ინფ. ტექნოლოგიების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფ. ტექნოლოგიების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის (ინფორმაციული ტექნოლოგიების არქიტექტი) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სისტემების არქიტექტურის შემუშავება და დანერგვა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის, სისტემების დიზაინის, ტექნოლოგიური გადაწყვეტის და არქიტექტურის შემუშავება;
** ახალი სერვისების და პროდუქტების დანერგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვის პროცესის მართვა;
** კლიენტებთან ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სისტემების მიმოხილვა, არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიწოდება;
** კლიენტებთან გაყიდვების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია, როგორც არსებული კონტრაქტების ფარგლებში ასევე ახალი სერვისების გამოყენების ან დანერგვის საკითხებზე;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სისტემების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების, სერვისული მოთხოვნების და პრობლემების მხარდაჭერის პროცესში ჩართულობა.

პროფესიული მოთხოვნები:

** აუცილებელია მონაცემთა სანახის და სერვერული ინფრასტრუქტურის სისტემების ცოდნა
** განათლება: უმაღლესი
** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სისტემების დიზაინის, ტექნოლოგიური გადაწყვეტის და არქიტექტურის შემუშავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ლიდერობის უნარი;
** გუნდის მოტივირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ცვლილებების/ სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 28 აპრილის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://176202.jobs2web.com/job-invite/861/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე