Робота для біженців з України
პერსონალის შერჩევა-შეფასების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალის შერჩევა-შეფასების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
მსხვილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევა-შეფასების სამსახურის უფროსის პოზიციაზე (თბილისი).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
** ფიქსირებული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის HR პოლიტიკის შემუშავება/განახლება;
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა;
** ტალანტების შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა, არსებული მეთოდების განახლებაზე ზრუნვა, ალტერნატიული არხების განსაზღვრა და მართვა;
** პერსონალის დაქირავების სრულ ციკლში მონაწილეობა, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გაფორმებამდე და მის შემდგომ;
** თანამშრომელთა ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების შემუშავების და გაფორმების პროცესში სრული ჩართულობა;
** ადამიანური რესურსების შერჩევის თანამშრომელთა კოორდინირება, შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შეფასება და მონიტორინგი;
** სამოტივაციო სისტემების შემუშავება, დანერგვა და მათი ეფექტურობის შეფასება;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგ პროცესის კოორდინირება;
** გეგმიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან/მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** ტალანტების შერჩევა-შეფასების კუთხით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა სასაუბრო დონეზე;
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** გუნდის მართვის უნარი;

თუკი თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილს, გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancysr531@gmail.com და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "პერსონალის შერჩევა-შეფასების სამსახურის უფროსი".

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე, 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე