Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
კომპანია "Digital Area" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"Digital Area" საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს: Extra.ge - მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს Biletebi.ge - ბილეთების გაყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება. Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Moitane.ge - პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტი Izibox.ge - ლოგისტიკური მომსახურებისა და სასაწყობე სივრცით უზრუნველყოფა კლიენტებისთვის "Digital Area" ციფრული ეკოსისტემაა, რომლის მთავარი მიზანი ტრადიციული ბიზნეს პროცესების გაციფრულება და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი - ციფრული გამოცდილების შექმნაა.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
** მერჩანტებთან კომუნიკაცია, თანხების შედარება.
** ხელფასების გადარიცხვა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ACCA სერთიფიკატი (პირველი დონე) ან უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ბალანსთან მუშაობის გამოცდილება);
** Microsoft პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური, ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო გრაფიკი:

5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

გადაიტანე Facebook-ზე