Робота для біженців з України
სენიორ ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენიორ ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
ჩვენ, საკონსულტაციო კომპანია, "ფინანსური ლაბორატორია", მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მათ ბიზნესზე მორგებულ როგორც ერთჯერად კონსულტაციებს, ასევე ცალკეული ფინანსური მიმართულების სერვისებსა და სრული ფინანსური დეპარტამენტის აუთსორსინგს.

გვაქვს მუშაობის გამოცდილება ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა FMCG, საკონსულტაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, უნივერსიტეტები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, და სხვა; ასევე წარმატებით დავასრულეთ პროექტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებისათვის British American Tobacco, EBRD, და Mckinsey განხორციელდა.

"ფინანსური ლაბორატორია" დამკვეთი კომპანიისთვის ეძებს სენიორ ფინანსურ ანალიტიკოსს:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი

პიროვნული თვისებები:

** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს ერთეულების ფინანსური და საოპერაციო ანგარიშგებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე კონსოლიდირება და (მ.შ. IFRS სტანდარტებით) ანგარიშგების მომზადება;
** სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშგებისა და შეფასებების მომზადება მენეჯმენტისთვის, რათა გაუმჯობესდეს კომპანიის სამუშაო მახასიათებლები და მომგებიანობა. ამით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებების მიღებას;
** კომპანიის მასშტაბით ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა / კოორდინაცია და ანალიტიკა;
** ტენდენციების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის რჩევის მიცემა და სწორი ანალიზის საფუძველზე ქმედებების რეკომენდაცია;
** ანგარიშგების პროცესის და ამისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტების შემუშავება და მუდმივად დახვეწა;
** მარეგულირებელი კომისიის ყოველთვიურ რეპორტებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდების სიღრმისეული ცოდნა;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში ფინანსური მართვის მიმართულებით

სასურველი:

** CFA -ს პირველი დონის გამოცდა
** ACCA -ს მეორე დონის ფლობა

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი: რეზიუმეების გადარჩევა
II ეტაპი: გასაუბრება კომპანიის მმართველ პარტნიორებთან
III ეტაპი: სამაგიდო თამაშის თამაში ჩვენს გუნდთან ერთად

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Tamar.Arveladze@FinLab.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე