Робота для біженців з України
საუზმის მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და კაფე სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის ვეძებთ ახალ წევრს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება საუზმეზე;
** შვედური მაგიდის გაწყობა-ალაგება,
** სტუმრების მაგიდების გაშლა-ალაგება;
** მინიბარის შევსება;

თქვენ მიიღებთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.

პირობები:

** გრაფიკი: 5/2 ზე. სამუშაო საათები 07.30-14.00
** ანაზღაურება 1000 ლარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@hotelheritage.ge

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე