Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: იმპოსტი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"იმპოსტი" არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მომსახურებას.

"იმპოსტის" საქმიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს:

** სამშენებლო სამუშაოებს;
** სარეკონსტრუქციო სამუშაოებს;
** სარეაბილიტაციო სამუშაოებს;

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://imposti.ge

სამშენებლო კომპანია "იმპოსტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება;
** შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის წარმოება, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება.
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება, კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
** დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ნებისმიერ ოპერაციაში უშუალო ჩართვა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Oris, Balance);
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS).

პიროვნული თვისებები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@imposti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი ბუღალტერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე