Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სამშენებლო -სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"დეკოლაინის" ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი " აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება
** ფორმა2-ს სპეციალისტის მიერ დადასტურებული მასალების წინასწარ დაგეგმილ ვადაში მოძიება და შესყიდვა.
** მომწოდებელთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტებთან დაკავშირებით მუდმივი ჩართულობა, ფასების დადგენა;
** საქონლის ღირებულების გაანგარიშება;
** მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;
** საქონლის მიწოდების ორგანიზაცია;
** შეკვეთების დროული მიწოდების ვადების კონტროლი;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადება და მათი სპეციფიკაციების ცოდნა;
** დავალიანებების/მოთხოვნების ანაზღაურების პროცესის კონტროლი;
** მომწოდებლებთან პირადი შეხვედრების გამართვა და მათთან ინდივიდუალური პირობების განხილვა;
** შეკვეთების გადაზიდვების განხორციელება და კონტროლი, კომპანიის ლოგისტიკის სპეციალისტის მონაწილეობით (ინვოისის მოთხოვნიდან საჭირო მასალების დანიშნულების ადგილზე მიტანამდე);
** ყველა შემომავალი განაცხადის დამუშავება ფასების, ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ვადების მიხედვით;
** საბუთების წარმოება დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** სატენდერო დოკუმენტაციის პაკეტის მომზადებაში მონაწილეობა, ტექნიკური საკითხების კონსულტანტებისა და სატენდერო სპეციალისტების ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
** საპროექტო დოკუმენტაციის შეგროვება
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის დამკვეთთან კომუნიკაცია, მასალის შეძენისას კონსულტაციის გაწევა.
** მოხსენებითი დოკუმენტების/რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო პროექტ (ებ)ში მუშაობის გამოცდილება
** შესყიდვების ტექნიკის ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა, რუსული ენა (B1)

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია "დეკოლაინი" გთავაზობთ:

** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;

ხელფასი განისაზღვრება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "დეკოლაინი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე