Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი - სარემონტო მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი - სარემონტო მიმართულებით
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 28 მარტი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სამშენებლო -სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"დეკოლაინის" ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის (სარემონტო მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტისთვის საჭირო მუშახელის მობილიზება;
** სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** პროექტისთვის საჭირო მასალების აღრიცხვა და წინასწარ დაგეგმილი ვადებით შესყიდვებში მოთხოვნის განხორციელება
** მასალების ოპტიმალური ხარჯვის კონტროლი, ობიექტზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი დასრულებული სამუშაოს შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება
** დამკვეთის მოთხოვნით ობიექტზე დაუგეგმავი ცვლილებების შემთხვევაში ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება და შესაბამისი ცვლილებების აქტის მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** პროექტის რისკების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** პროექტის მსვლელობისას ტექნიკურ მენეჯერთან პერიოდული კომუნიკაცია, დაგეგმილ და ფაქტობრივ სამუშაოს შესაბამისობასთან დაკავშირებით ინფორმირება;
** ობიექტზე მომუშავე ხელოსნებთან ფინანსური ანგარიშსწორების უზრუნველყოფა
** შესრულებული სამუშაოების შესახებ სისტემატური რეპორტების წარმოება
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა MS Project- ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad);
** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია "დეკოლაინი" გთავაზობთ:

** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
** კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს;
** ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@decoline.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის მენეჯერი (სარემონტო მიმართულებით).

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "დეკოლაინი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე