Робота для біженців з України
გეოგრაფიის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოგრაფიის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2024-2025 სასწავლო წლის გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე, როგორც წყნეთის, ისე გელოვანის ფილიალში.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივცრე, რომელსაც უკვე 23 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო ეტაპები:

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით. ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.

განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

გამოცდილება: სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში მინ.1 წელი);

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);
ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გეოგრაფიის მასწავლებელი

*ფილიალი შეირჩევა კონკურსის ბოლო ეტაპზე ინდივიდუალური მოცემულობისა და გუნდის საჭიროებების მიხედვით.

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე