Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
** თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი)
** მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი;
** HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
** კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე