Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 6 სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** დაზღვევას;
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და ხელმძღვანელთან შეთანხმებული პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
** პროდუქციის განლაგება FIFO-ს მეთოდის დაცვით;
** პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში ასევე საწყობში;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მერჩენდაიზერად მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მერჩენდაიზერი." რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე