Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სწრაფი კვების ობიექტების ქსელი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
სწრაფი კვების (ჰოთ-დოგების) ობიექტების ქსელი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ტრენინგს 5 დღემდე;
** კვების უზრუნველყოფას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: გრაფიკის შესაბამისად. (2 სამუშაო დღე, 2 დასვენება)
ანაზღაურება: 900 ლარი ხელფასი, 500 ლარამდე ბონუსი

ფუნქციები და მოვალეობები:

** დილიდან ობიექტის მომზადება - გრილების გათბობა, ნახევარფაბრიკატების მომზადება და განთავსება მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში;
** ჰოთ-დოგების მომზადება სტანდარტების შესაბამისად;
** დარჩენილი ნახევარფაბრიკატების, ცხელი და ცივი სასმელების, შესაფუთი მასალის ყოველდღიური/ყოველკვირეული ინვენტარიზაცია;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა/რეალიზაცია;
** მომხმარებლისთვის პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ინვენტარიზაციების განხორციელება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება, ვიტრინების, გრილების, მაცივრების, ყავის აპარატების, სამუშაო ზედაპირების და აღჭურვილობების შესანახი ადგილების დასუფთავება;
** სამუშაო დღის ბოლოს სალარო აპარატის დახურვა და ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: sdvacancygeorgia@gmail.com. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით: 574 40 20 19

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე