Робота для біженців з України
სამეურნეო-ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო-ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
FMG (Food Management Group) ქეითერინგ კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი.
ადგილმდებარეობა:თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
** კვებას;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ და პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო და მექანიკური დანადგარების მონიტორინგი;
** სანტექნიკისა და გაზგაყვანილობის შეკეთება, მონიტორინგი;
** ტექნიკოსებისა და ხელოსნების საინფორმაციო ბაზის შექმნა;
** ელექტრო და მექანიკური დანადგარების შეკეთება;
** შიდა და გარე აგრეგატების შემოწმება;
** მიმდინარე და კაპიტალური რემონტი;
** პროფილაქტიკური ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** რეგულარული უსაფრთხოების ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში
მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე