Робота для біженців з України
მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე ან კომპანიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები: საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აბონენტის საკონტაქტო მონაცემების, მისამართების, აგრეთვე მის მფლობელობაში არსებული გაზის დანადგარების და მრიცხველების ადგილმდებარეობის (გამოტანილი/შიდა) დაფიქსირება;
** საავარიო გამოძახებების, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული დავალებების კონტროლი, რეაგირებისთვის შესაბამის თანამშრომლებზე გადაცემა და მიღებული ზომების დროულად ასახვა შესაბამის ელექტრონულ საშუალებებში (114, ქოლცენტრი, ელ.ფოსტა და სხვა). შესასრულებელი სამუშაოების სხვა სტრუქტურულ ერთეულზე გადაცემის მიზნით ტელეფონოგრამების შედგენა/გადაგზავნა;
** გეგმური/არაგეგმური შემოწმებების აღრიცხვა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, მიღებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
** შემოსული კორესპონდენციის შესრულების ვადების კონტროლი, პასუხის მომზადება და კანცელარიის პროგრამაში ატვირთვა;
** სამსახურებრივი/მოხსენებითი ბარათების მომზადება და არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება/გადაგზავნა;
** სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებსა და პროგრამებში (SAP, RS.GE და ა.შ) ინფორმაციის დროულად ასახვა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** ბილინგის მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით (კატეგორიის ცვლილება, აბონენტის გაუქმება/გააქტიურება, მარშრუტების ცვლილება და ა.შ) საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის შეგროვება, დადგენილი წესით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა;
** საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადების ხელშეკრულების მომზადება და ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ბილინგის მონაცემთა ბაზაში ასახვა;

უნარ-ჩვევები:

• მაღალი პასუხისმგებლობის;
• ანალიტიკური აზროვნების;
• გუნდური მუშაობის.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).

ჩვენ გთავაზობთ:

• პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
• მეგობრულ გარემოს;
• კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
ანაზღაურება კონკურენტული

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 28 აპრილი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებგვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე