Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"აუგუსტის" ისტორია იწყება 2019 წელს, როდესაც ბულანჟერეის შექმნის იდეა დაგვებადა და გადავწყვიტეთ საქართველოში ევროპული პურ-ფუნთუშეულების კულტურა დაგვემკვიდრებინა და გაგვეზიარებინა იქაური ემოციები ქართველი მოსახლეობისთვის.

თბილისის მასშტაბით "აუგუსტის" 7 ფილიალია, რომელთათვისაც ჩვენს საწარმოში ყოველდღიურად, 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მზადდება პურ-ფუნთუშეულობა და სხვა სახის მრავალფეროვანი პროდუქცია.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია https://august.ge

გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/Augustbakery.ge?mibextid=PtKPJ9

თუ გიყვარს შენი საქმე და გინდა საკუთარ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

კომპანია "აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს პოზიციაზე.

მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის დასაწყობება
** პროდუქციის გადმოტვირთვა და წასაღებად დატვირთვა
** საწყობის მოწესრიგება
** პერიოდულად საწყობში არსებული პროდუქტის აღწერაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

სასურველი უნარები:

** ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

პირობები:

** სამუშაო საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათი
** ანაზღაურება: 800-900

ჩვენ გთავაზობთ:

** Fitpass
** კვებაზე -30% ფასდაკლებას
** სამოტივაციო წახალისებებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@august.ge ან დარეკოთ ნომერზე: 599 003887.

Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე