Робота для біженців з України
უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფორმა #2-ების მომზადება;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადების პროცესში ჩართულობა და გრაფიკის მონიტორინგი/კონტროლი.
** პროექტისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების, მასალების ფასების მოძიება/დადგენაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook);
** ინგლისურის ცოდნის დონე - B1;
** პროგრამა AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პირადი უნარ-ჩვენები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@bemoni.com არაუგვიანეს 2024 წლის 27 აპრილისა.

გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე