Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: შპს სტუდია 9 +
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
სარემონტო კომპანია "სტუდია 9+", რომელიც 3 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას ქ. N30
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე)
ანაზღაურება: ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა პროექტის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
** ფორმა N2-ების და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება სხვადასხვა დეპარტამენტების მოთხოვნების შესაბამისად;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოებისა და კომპანიის მენეჯმენტთან წარდგენის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და წარდგენა/რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:

** საინტერესო, სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას;
** კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV და სარეკომენდაციო წერილი წინა დამსაქმებლებისგან (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@studio9plus.ge.

ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ხარჯთაღმრიცხველი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე