Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოში საკვები პროდუქტების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საყოფაცხოვრებო ქიმიისა და კოსმეტიკა/ჰიგიენის მიმართულებით, ასევე წასახემსებელი საკვები პროდუქტების მიმართულებით.

დეტალურად ბრენდების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://soap.com.ua/en/brands
https://funandfit.rs/en/

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჭყონდიდელის 87
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00სთ-18:00სთ;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სტაბილური სამუშაო გარემო;

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბრენდების პორტფელის მართვა & მათი განვითარება;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
** ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშვება;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. საოჯახო ქიმია/ჰიგიენა/კოსმეტიკის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, წერილობით და ზეპირი;
** ადგილობრივ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი რეზიუმე ფოტო-სურათით, მისამართზე: vacancy@naturland.ge არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი". CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე