Робота для біженців з України
ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტურლი კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1100ლარი;
** სამუშაო გრაფიკი:კვირაში 40 საათი ან დღე გამოშვებით გრაფიკი;
** დასვენება: 1 დღე კვირაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა;

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა;
** მიღებული პროდუქციის აწონვა, კონტეინერებში გადანაწილება, კონტეინერის გრინით გადაკვრა, ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება;
** მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა, გრინით გადაკვრა, ფასის დაკვრა);
** სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება;
** დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება;
** ფასმაჩვენებლის გასწორება;
** პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე