Робота для біженців з України
იმპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება.

ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს მზარდ გუნდს!

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.pragma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: იმპორტის მენეჯერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 22.06.2024

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული შეკვეთების დამუშავება, ტრანსპორტირების დაგეგმვა და მონიტორინგი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება ორგანიზაციის ან/და კლიენტი კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** საერთაშორისო ტრანსპორტირების დაგეგმვა და მუდმივი კონტროლი.
** შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული შეკვეთების დამუშავება.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია გადაზიდვისთვის საჭირო დეტალებზე. (ინფორმაციის გამოთხოვნა წარმოების ვადაზე და დატვირთვის დეტალებზე (თარიღი, მოცულობა, წონა);
** საბაჟო ოპერაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მართვა. (მომწოდებლისგან დატვირთული პროდუქციის დოკუმენტაციის გამოთხოვა, შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა)
** ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის მართვა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (რუსული ან თურქული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი,

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა

პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია პრაგმას მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე