Робота для біженців з України
ცვლის მოლარე-ოპერატორი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ცვლის მოლარე-ოპერატორის ვაკანსიას ბათუმის სერვის ცენტრის შეკვეთილის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, სასტუმრო "პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი"
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ანგარიშის გახსნა/დახურვა
** ანგარიშზე ნაღდი ფულის მიღება/გაცემა
** ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების კონვერტაცია
** ფულადი გზავნილების სისტემის მომსახურება
** ფულადი სახსრების გადარიცხვა
** კომუნალური გადახდების განხორციელება
** სადებეტო პლასტიკური ბარათის გაცემა
** საჩეკო წიგნაკის გაცემა
** ანგარიშიდან ამონაწერის და დოკუმენტების გაცემა, ცნობის გაცემა ანგარიშზე ოპერაციების შესახებ
** კლიენტის კონსულტაცია, მომსახურების პრობლემების მოგვარება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით
** სასურველია ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** საბანკო პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** კლიენტის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, რუსული და ინგლისური - მაღალ დონეზე
** ეფექტური კომუნიკაციური უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** ლოგიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივნისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე