Робота для біженців з України
პრომოუტერ-მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერ-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიუთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "ბიუთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე "კარფურში".

კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და თავის მოვლის საშუალებების იმპორტიორი კომპანია "Beauty Hub" ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ის აერთიანებს მრავალფეროვან და ცნობილ ბრენდებს: Eveline Cosmetics, La Rive, Pierre Rene, Miyo, Cleanic. Janeke.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ს/ც "ისთ-ფოინთი" (ალ. თვალჭრელიძე #2)
** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში (2 სრული დღე სამუშაო - 2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი (300 ლარამდე)
** საწყის ეტაპზე მოქმედებს 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს უფასო სამგზავრო ბარათით და ჯანმრთელობის დაზღვევით!

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგების კონტროლი და დადგენილი სტანდარტის მიხედვით მერჩენდაიზინგი;
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული;
** ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

კომპანია გთავაზობთ, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: jobs@bh.ge (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება). გთხოვთ, ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ისთ-ფოინთი მერჩენდაიზერი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე